ვაჟა სირაძე - პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, მიმდინარეობს ხანძრის  ლოკალიზება

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილში ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ამის შესახებ სირაძემ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა. როგორც სირაძემ აღნიშნა, პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

„ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები. მაქსიმალურად მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. დაშავებულებს რაც შეეხება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. დამატებით ინფორმაციებს მოგაწვდით“, - განაცხადა სირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს