ვარკეთილში ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით,ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ამასთან, როგორც კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელების საფრთხე არ არის.

„ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული. პირველადი დათვალიერებით დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო ავტოსისტემა და სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს. მეხანძრე მაშველებს მოუხდათ ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობა, თუმცა, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. იყო საფრთხე, რომ ხანძარი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე და გვერდით მდებარე კორპუსზე და ბაზრობის კიდევ სხვა ნაწილზე“, - განაცხადა კერესელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს