ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად დაახლოებით 30 000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა

ვარკეთილში შერეულ ბაზრობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, მას ბაზრობაზე 4 სავაჭრო ობიექტი ჰქონდა, რომელიც მისი ინფორმაციით დამწვარია.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჯამში 30 ათასი ლარის ტანსაცმელი ჰქონდა.

"4 ადგილი გვქონდა. ოთხივე ტანსაცმლის. ორ რიგში იყო..სავარაუდოდ, დამწვარია ოთხივე მაღაზია, იმიტომ რომ ეს რიგები დამწვარიაო ამბობენ. 30 ათასი ლარის ზარალია" , - განაცხდა მან.

ცნობისთვის, ვარკეთილში შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დამწვარია დაახლოებით 1000 - კვ.მ ფართობი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს