ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამ თვეში შესყიდული სადიაგნოსტიკო ტესტების ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს, სამშრიან პირბადეებზე კი 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს.

პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა. 3 მილიონ ლარამდეა დახარჯული სამშრიანი პირბადეების შესყიდვაზე, 8 609 146 ლარი სამედიცინო კომბინიზონებზე, 282 547 ლარი უკონტაქტო თერმომეტრებზე, 2.5 მილიონ ლარზე მეტი ნიღბებზე და ა.შ.

ჯამურად ეკიპირებაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა საშუალებების და მომსახურების შესყიდვაზე, სამი თვის განმავლობაში 22.5 მილიონ ლარამდეა დახარჯული.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 2 ივნისის მდგომარეობით, საკარანტინე ზონების სამედიცინო პერსონალით და სამედიცინო საგნების/მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 075 250 ლარია. ასევე 2 ივნისის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ხარჯი 258 მილიონ ლარამდეა.

იხილეთ ვიდეო:ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამ თვეში შესყიდული სადიაგნოსტიკო ტესტების ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს, სამშრიან პირბადეებზე კი 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე