ირაკლი ნადარეიშვილი - შიდა ტურიზმის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის

15 ივნისიდან ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, როგორც კოვიდისგან თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყნის, პოზიციონირებისთვის, ასევე ამ ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ქვიშხეთში ახალი სასტუმროს „მწერლების“ ოფიციალურ გახსნაზე.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სასტუმრო „მწერლები“ შიდა ქართლში ერთ-ერთი პირველი მაღალი კატეგორიის სასტუმროა, რაც ძალიან მისასალმებელია. მისი თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ასეთი პროექტების განვითარებას.

„სასტუმრო "მწერლები" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტია. სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, იგეგმება სასტუმროს გაფართოება და დამატებით 40 ნომრის დამატება. სასტუმროს გახსნაში მონაწილეობა მიიღეს - შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, პარლამენტარმა სიმონ ნოზაძემ და სასტუმრო „მწერლების“ მფლობელი კომპანიის „ლუკექსპოჯორჯიას“ დირექტორმა ლუკა სამხარაძემ,”- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი