უკრაინაში 24 საათში კორონავირუსის 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 666 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 476-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 11 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 912-ს მიაღწია.

რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებულებს, დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“-სგან 14 528 პაციენტი განიკურნა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 32 476 დაინფიცირებულიდან 2 402 ბავშვი და 5 600 მედიკოსია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა