სამგორის გამგებელი ვარკეთილში ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან და ბაზრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად მივიდა

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან და ბაზრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად მივიდა.

როგორც სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამგეობის მთავარი მიზანია არავინ დარჩეს უყურადღებოდ და შესაძლებლობების ფარგლებში, პროცესში მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები.

„ჩვენ მთელი ღამე ვიყავით მოსახლეობასთან ერთად და ვებრძოდით ხანძარს. შევხვდებით მოსახლეობას, გავიგებთ მათ მოთხოვნებს. ჩვენი მთავარი მიზანია არავინ არ დარჩეს უყურადღებოდ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში პროცესში ვიქნებით ჩართულები. ძალიან რთულია ზარალზე საუბარი, შიგნით სპეციალური სამსახურები მუშაობენ, როდესაც შევლენ და დაიწყებენ დათვლას, მას შემდეგ შეიძლება ზარალზე ვისაუბროთ. რაც გადარჩენილია, არავინ არ გაანადგურებს, ტერიტორია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არის იზოლირებული. ბაზრის წარმომადგენლებთან დაგეგმილია შეხვედრა და დღეს, რამდენიმე ხანში მათთან გვექნება კომუნიკაცია და საუბარი,” - განაცხადა კახა სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს