რატი იონათამიშვილი - მადლობა მინდა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს, რომ მოსალოდნელი საფრთხე ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე თავიდან იქნა აცილებული

უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების დაზაფვრის გარეშე მოხდეს დანაშაულის აღკვეთა,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც რატი იონათამიშვილი ამბობს, საფრთხე თავიდან იქნა აცილებული ყოველგვარი " პომპეზურობის" გარეშე, ხოლო ვის ინტერესში შედიოდა დანაშაულის დაგეგმვა, ამას გამოძიება დაადგენს.

"მადლობა მინდა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული, ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე. უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების დაზაფვრის გარეშე მოხდეს დანაშაულის აღკვეთა. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ის დაადგენს, ვის ინტერესში იყო და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული დანაშაულის დაგეგმვა", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა