სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა COVID 19-ის პანდემიის საკითხზე იმსჯელეს

ატლანტიკის საბჭოს ევრაზიის ცენტრის (Atlantic Council Eurasia Center) ინიცირებითა და ორგანიზებით, 15 ივნისს, საერთაშორისო ვებინარი გაიმართა თემაზე: სამხრეთ კავკასიის ქვეყნები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებინარში სპიკერებად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით.

საქართელოს მხარეს წარმოადგენდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, სომხეთის მხარეს - დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუნე ბაკუნცი, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევა წარმოადგინა Azerbaijan Internet Watch-ის მიმომხილველმა არზუ გეიბულამ.

ასევე, ქვეყნების გამოცდილება და მთავრობების ქმედებები შეაფასა და შეაჯამა თურქეთისა და კავკასიის საკითხების მკვლევარმა, ჯოშუა კუჩერამ ( Eurasianet). გამოსვლების შემდეგ, სპიკერებმა პასუხი გასცეს ვებინარის "ლაივში" შემოსულ შეკითხვებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა