გია ვოლსკი ოპოზიციაზე - თუ ასეთი მყარი პოზიცია აქვთ არჩევნებში გამარჯვების, გაიმარჯვონ და გვაჩვენონ მაგალითი, როგორ ხდება, რომ ხელისუფლებას შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს

თუ ასეთი მყარი პოზიცია აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ და ხალხი მათ დაუჭერს მხარს, გაიმარჯვონ და გვაჩვენონ მაგალითი, როგორ ხდება, რომ ხელისუფლებას შეუძლია სასამართლოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას გიორგი რურუას ციხიდან გამოშვების თაობაზე.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას ქვეყნის სტაბილურობა არ სჭირდება, ვინაიდან პოლიტიკური მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს.

„ოპოზიციას არანაირად არ სჭირდება სიწყნარე იმიტომ, რომ თავისი პოლიტიკური მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს იმ ოდენობით, რაც გაუხარდებოდათ. ახლა წამოვიდა გიორგი რურუას თემა, რომელიც ჩართული ჰყავდათ ამ რევოლუციურ მოძრაობებში. რასაკვირველია, ამ საკითხთან დაკავშირებით ეს ხალხი არ გაჩერდება, რომ არ შექმნან იმის განწყობა, თითქოსდა რაღაც მოლაპარაკება შედგა საქართველოში. თუ ასეთი მყარი პოზიცია აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ და ხალხი მათ დაუჭერს მხარს, გაიმარჯვონ და გვაჩვენონ მაგალითი, როგორ ხდება, რომ ხელისუფლებას შეუძლია სასამართლოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს. ამის გამოცდილება აქვთ. არ იყო არცერთი ხმამაღალი დაპატიმრება, გათავისუფლება ან კონკრეტული ადამიანების რეპრესიების ქვეშ მოქცევა, სადაც მათი ხელისუფლება არ იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო იმოქმედებს იქიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა როგორი ერთობლიობა იქნება წარდგენილი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება საკითხს, „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" მხარდაჭერის გარეშეც აქვს თუ არა პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების რესურსი, ვოლსკიმ განაცხადა, რომ არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს.

„ნურავინ ნუ იტყვის 100%- იან გარანტიას, რომ ეს აუცილებლად იქნება. რა ვიცით, რა შეიძლება მოხდეს. მთელი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენს ოპონენტებზე, რომლებიც სტაბილურობაზე, გამარჯვებაზე და პოლიტიკურ ტრიუმფზე საუბრობენ. რეალურად კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის რა უნდა და ვის რა პოზიცია აქვს ამ სახელმწიფოში. ვის უნდა სტაბილურობა და ვის - არეულობა. ეს აბსოლუტურად ნათელია და ამ სინათლეში ვერანაირი სხვა კითხვის ნიშანი ვერ შემოვა," - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა