თამარ ჩუგოშვილი - ჟურნალისტის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ან მუქარის განხორციელება მძიმე დანაშაულია, მთავარია, სახელმწიფომ მოახერხოს ამ პირების დაცვა

ჟურნალისტის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ან მუქარის განხორციელება მძიმე დანაშაულია, მთავარია, სახელმწიფომ მოახერხოს იმ პირების დაცვა, რომლებსაც მსგავსი რამ ემუქრებათ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

მან ასევე უპასუხა, რამდენად სწორი იყო თავის დროზე გაბუნიას მონოლოგზე გაკეთებული ხისტი განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან და აღნიშნა, რომ გაბუნიას განცხადებების შინაარსზე თავადაც მწვავე რეაქცია ჰქონდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დროულად გადადგეს გარკვეული ნაბიჯები და მიიღეს ზომები. ჟურნალისტის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ან მუქარის განხორციელება, ეს ყველამ ვიცით, რომ მძიმე დანაშაულია, მთავარია, სახელმწიფომ მოახერხოს დაცვა იმ პირების, რომლებსაც მსგავსი რამ ემუქრებოდეთ. რეაქცია (ჟურნალისტის მონოლოგზე) ყველას მხრიდან მწავავე იყო ჩემი ჩათვლით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი მოკლას ვიღაცამ თუნდაც პირადად ჩემთვის მიუღებელი რაღაცის გამო. მეც გამოვეხმაურე მაშინ და ჩემთვის მაშინაც მიუღებელი იყო შინაარსი, ახლაც მიუღებელია, მაგრამ ასეთივე და კიდევ უფრო მიუღებელია ადამიანის სიცოცხლეს რომ საფრთხე დაემუქროს,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა