საფინანსო სექტორთან ვიდეოკონფერენცია გაიმართა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვიდეოკონფერენციის ფორმატში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საკითხებს, საკრედიტო ხარისხისა და სესხების შესაძლო დანაკარგების შეფასებას და კომერციული ბანკების მიერ სტრეს ტესტების ჩატარებასა და შედეგების ეროვნულ ბანკთან წარდგენას.

ვიდეოკონფერენციის დროს კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო და უახლოეს დღეებში მისი გამოქვეყნება დააანონსა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა