კლინიკაში აცხადებენ, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე, ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ერთადერთი დაზიანება, რაც ბავშვს აღენიშნება, ფეხის მიდამოში ექსკორეაციაა.

ცნობისთვის, თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ასევე დაშავებულ ერთ მამაკაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები აქვთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა