მურმან დუმბაძე - თორნიკე რიჟვაძის მამა წულუკიძეების ოჯახს პირდაპირ სთხოვდა, არჩევნებზე "ოცნების" სასარგებლოდ ემუშავა, უარის შემდეგ კი რეზო წულუკიძე დააკავეს

"გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი მურმან დუმბაძე, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულის რეზო წულუკიძის ძმის - ფირუზ წულუკიძის განცხადების გამო, გამოძიების დაწყებას მოითხოვს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, წულუკიძეებს პირდაპირ სთხოვდა, რომ არჩევნებზე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ემუშავა. მისი თქმით, უარის მიღების შემდეგ რეზო წულუკიძე დააკავეს.

მურმან დუმბაძის განმარტებით, ხელისუფლება ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით იჭერს.

"2011 წლის მაისში, როცა აჭარის ტელევიზიასთან დაარბიეს ოპოზიციის აქცია, ამას ხელმძღვანელობდა დავით რიჟვაძე, ვისი წყალობითაც 7 ადამიანი დააკავეს, მე ივანიშვილთან პირადად მქონდა საუბარი, რომ ასეთი მოძალადე პირები არ ყოფილიყვნენ საჯარო სივრცეში, მაგრამ პირიქით, დააწინაურეს 2012-ში და გახდა ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი. ამ სიტუაციის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ პოლიტიკური ძალები", - აცხადებს მურმან დუმბაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის