კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, გუშინ, შემთხვევის ადგილიდან, კავკასიის მედიცინის ცენტრში 2 პაციენტი შეიყვანეს: 48 წლის მამაკაცი და 34 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები წელისა და ტერფის მიდამოებში. ნათია ნუცუბიძის თქმით, ქალს დაუმუშავდა ჭრილობები, მოხდა სრული დიაგონისტიკა და შესაბამისი დანიშნულებით, სტაბილური მდგომარეობით დღეს დილით გაეწერა ბინაზე.

„48 წლის მამაკაცი შემოყვანილი იყო მხრისა და წვივის ძვლების, ასევე წელის მეოთხე მალის მოტეხილობით. მას ღამე ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური ჩარევა. დღეს დილით შეიყვანეს ნეიროქირურგიულ ჩარევაზე, მიმდინარეობს წელის მე-4 მალის ფიქსაცია“, - განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის