სულხან სალაძე - გვახსოვს, ხელისუფლების ყველა შტომ გიორგი გაბუნიას მიერ განცხადების გაკეთებიდან 1 საათში როგორ დაგმო ეს, რატომღაც იმავე აღტკინებას ახლა ვერ ვხედავთ

ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელმა გიორგი გაბუნიას მიერ განცხადების გაკეთებიდან 1 საათში როგორ დაგმო ეს განცხადება, ვნახეთ „ტვიტერსა“ და სოციალურ ქსელებში სახელმწიფო ორგანოების განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით. რატომღაც იმავე აღტკინებას ვერ ვხედავთ ახლა, როდესაც საქართველოს მოქალაქის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე იყო საუბარი, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სალაძის თქმით, საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია დროულად უნდა მიაწოდონ. მისივე შეფასები, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა და თუ საქართველოს მოქალაქის ფიზიკური ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ხელისუფლების რეაგირება უნდა იყოს მკაცრი.

"გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვწონს თუ არა, ვეთანხმებით თუ არა, გამოხატვის გავისუფლება არის გამოხატვის თავისუფლება. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რა და როგორ თქვა გიორგი გაბუნიამ, არავის არ აქვს უფლება, რომ მის წინააღმდეგ ფიზიკურად ან სხვა ფორმით ანგარიშსწორება განახორციელოს. რაც შეეხება ამ ბოლო დღეების მოვლენებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი მხრივ, აუცილებელია გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი და ხელისუფლებამ უზრუნველყოს ამ ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანოები იქნებიან ეფექტური და მაქსიმალურად დროულად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა. თუ იგეგმებოდა ამ ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური ლიკვიდაცია, ამაზე რეაგირება უნდა იყოს მკაცრი, მკაფიო და ნათელი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელმა გიორგი გაბუნიას მიერ განცხადების გაკეთებიდან 1 საათის თავზე როგორ დაგმო ეს განცხადება; ჩვენ ვნახეთ „ტვიტერსა“ და სოციალურ ქსელებში სახელმწიფო ორგანოების განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით. რატომღაც იმავე აღტკინებას ვერ ვხედავთ ახლა, როდესაც საქართველოს მოქალაქის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე იყო საუბარი. მე არ მაინტერესებს რას ამბობს კადიროვი, მე შეკითხვები მაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და კითხვა არის ასეთი: რამდენად დაცულია საქართველოს მოქალაქე, რომ სხვა სახელმწიფოდან წამოსულმა ადამიანმა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია არ განახორციელოს. ეს იქნება კადიროვის იდეა, თუ სხვისი, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს,"- განაცხადა სალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს