გაუდაბნოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ონლაინ სემინარი ჩაატარა

გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „ეკოლიდერთა სკოლის” მონაწილეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, სემინარს 30-მდე ეკოლიდერთა სკოლის მონაწილე ესწრებოდა.

“17 ივნისი გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც გაეროს გაუდაბნოების ბრძოლის შესახებ კონვენციის მხარე ქვეყანას წარმოადგენენ. გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „ეკოლიდერთა სკოლის” მონაწილეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა. სემინარს 30-მდე ეკოლიდერთა სკოლის მონაწილე ესწრებოდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა მიწის დეგრადაციის პრობლემებზე, მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე და საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გაუდაბნოების საკითხის შესახებ, როგორც მოწყვლადი რეგიონების მოსახლეობის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. სემინარს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის კუთხით დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ონლაინ სემინარში ასევე სამინისტროს მიწის რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი მონაწილეობდა, რომელიც წარმოადგენს გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ეროვნულ პასუხისმგებელ პირს საქართველოში. მან ისაუბრა საერთაშორისო პროცესებზე მიწის დეგრადაციის მიმართულებით და საქართველოს როლზე საერთაშორისო გლობალურ გამოწვევებში.

“ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს ", -ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა