კახა კალაძის განცხადებით, სუს-მა ქვეყანაში სავარაუდო მძიმე დანაშაული აღკვეთა, რისთვისაც უწყების თანამშრომლებს მადლობას უხდის

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, სუს-მა ქვეყანაში სავარაუდო მძიმე დანაშაული აღკვეთა, რისთვისაც უწყების თანამშრომლებს მადლობას უხდის. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ამასთან, კალაძემ არ უპასუხა კითხვას, რომელიც ამავე საკითხზე ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებას ეხებოდა.

„კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ?! მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, მათ ამისათვის ძალიან მადლობა“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, უზრუნველყოფენ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოებას, კალაძემ აღნიშნა, რომ „სახელმწიფომ ეს უზრუნველყო".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა