გიგი უგულავა - კადიროვის განცხადება არის მუქარის დადასტურება

კადიროვის დავალებები შესრულებულა და ჩვენ ვხედავთ რუსეთის გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში მოკლულ ადამიანებს და მათ შორის, ჩავარდნილი ოპერაციებიც ახსოვს ისტორიას. საამაყო ამაში არაფერი არ არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებთ კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სამარცხივნოა ის ფაქტი, რომ არც ერთი ადამიანი არ დაკავშირებია გიორგი გაბუნიას და რეალური საფრთხის არსებობის მიუხედავად, სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოებაზე არ იზრუნა.

„კადიროვის განცხადება არის მუქარის დადასტურება და გამეორება. მისი დავალებები შესრულებულა და ჩვენ ვხედავთ რუსეთის გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში მოკლულ ადამიანებს და მათ შორის, ჩავარდნილი ოპერაციებიც ახსოვს ისტორიას. საამაყო ამაში არაფერი არ არის, ეს არის საგანგაშო და მინიმუმ სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანი არ დაკავშირებია გიორგი გაბუნიას. თუ საფრთხე არის სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოებაზე,” - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. ,,გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ ტელეგრამში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს