მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს კონტრაქცია არ იგეგმება და ეს „ფეიკ ნიუსი“ და  მოდელირებული ამბავია“

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით და გარანტიით ვთქვა, რომ ეს არის მოგონილი „ფეიკ ნიუსი“, მოდელირებული ამბავი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი 20 ივნისს კონტრაქციას.

მდინარაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, დაინტერესდნენ, „რატომ მოიგონეს გარკვეულმა ტელევიზიებმა ეს ამბავი“.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით და გარანტიით ვთქვა, რომ ეს არის მოგონილი „ფეიკ ნიუსი“, მოდელირებული ამბავი. მივმართავ ყველა მედიასაშუალებას, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში პრეტენზია აქვს ობიექტურობაზე, კარგად დაინტერესდეს, რატომ მოიგონა ერთმა თუ ორმა ტელევიზიამ ეს ამბავი იმისთვის, რომ ან ვთქვათ გაებრაზებინათ მოქალაქეები, რომ ამის გამო მოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის მიერ დაგეგმილ აქციაზე, ან დააპირისპირონ საზოგადოება, ან მერე თქვან, რომ „აი, ჩვენ რომ ვთქვით, შეეშინდათ და აღარ გააკეთეს კონტრაქციაო“. ბევრი ვერსია შეიძლება იყოს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა