ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, მოსწავლეებისთვის ეკოკონკურსი გამოაცხადა

ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოკონკურსი გამოაცხადა, რომელიც ახალ თაობაში ეკოაქტივიზმის წახალისებას და გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ისახავდა მიზნად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აცნობეს, კონკურსში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა და მათი ოჯახის წევრებმა მიიღეს. ერთი თვის მანძილზე 160 მონაწილემ შექმნა გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი საკომუნიკაციო მასალა და წარმოადგინა პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი ხედვა. მონაწილეებს ნამუშევრების შექმნის პროცესში მათი ოჯახის წევრებიც უნდა ჩაერთოთ და ერთობლივი შედეგი წარმოედგინათ.

„თუ არ ვამცირებთ ჩვენ ნარჩენს, აზრი არა აქვს დანარჩენს! - ეს გზავნილი ერთ-ერთ გამარჯვებულს, მარიამ ბედიას ეკუთვნის, რომელიც სამეგრელოს სოფელ ინჩხურიდანაა. მარიამმა, დედასთან ერთად, გამოუსადეგარ პლასტმასის საგნებს ახალი ფუნქცია მოუძებნა და ნარჩენების შემცირების ასეთი გზა შესთავაზა საზოგადოებას.

ლიზი მექვაბიშვილი კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულია გურიის სოფელ ჯუმათიდან. მან სკოლაში ისწავლა კომპოსტის დამზადება, კონკურსის ფარგლებში კი თავის ოჯახის წევრებთან ერთად კომპოსტირება საკუთარ ეზოში წამოიწყო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ეკომეგობრულ სასუქად აქცევს.

ლილი დეივის-დოლაბერიძე კონკურსის თბილისელი მონაწილეა. მან გარემოსდაცვითი პოსტერები თავის და-ძმასა და დედასთან ერთად შექმნა, რომლის მიზანიცაა ადამიანებს აჩვენოს როგორ შეუძლიათ დაზოგონ გარემო, შეამცირონ ნარჩენები და გახდნენ უფრო ეკომეგობრულები.

საუკეთესო კონკურსანტები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, მწვანეთა მოძრაობის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების სენის, ორქისის და დავიცვათ საქართველოს სისუფთავის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი ჩატარდა პროექტ ეკოსკოლის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აპრილის თვიდან დაიწყო. ეკოსკოლა, მსოფლიო მასშტაბის პროექტია, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების და მასწავლებლების ერთი საერთო მიზნის, გარემოს დაცვის ირგვლივ გაერთიანებას და მდგრადი სკოლების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროგრამა იწყება სკოლიდან და ახალი თაობის სწავლებით და მათი აქტიური ჩართულობით ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე. პროგრამა ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა