უკრაინის ელჩის განცხადებით, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და მოახლოებული არჩევნები იყო

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები და მოახლოებული არჩევნები იყო, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა პარლამენტში უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მნიშვნელოვანი იყო გასულ დღეებში და მნიშვნელოვანი იქნება უახლოეს მომავალშიც.

„რასაკვირველია, თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ მოვლენებს და პოლიტიკური ცხოვრების თვალყურის დევნება შეუძლებელია პირადი კონტაქტების გარეშე. ამიტომ პარლამენტში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვაფასებ,“- განაცხადა ელჩმა.

ცნობისათვის, უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან პარლამენტში შეხვედრა გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა