ყოფილ პოლიციელს, რომელმაც აშშ-ში 27 წლის ფერადკანიან მამაკაცს ესროლა, ბრალი მკვლელობაში დასდეს

ყოფილ პოლიციელს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაკავებისას 27 წლის ფერადკანიან მამაკაცს, რეიშარდ ბრუქსს ესროლა, ბრალი მკვლელობაში დასდეს, - ამის შესახებ ჯორჯიის შტატის პროკურორმა განაცხადა.

მისივე თქმით გარეტ როლფს 11 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, სასიკვდილო იარაღით თავდასხმა, სამსახურეობრივი ფიცის დარღვევა და სხვ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ პოლიციელს სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.

რაც შეეხება მეორე სამართალდამცავს დევინ ბროსნანს, რომელიც ბრუქსის დაკავებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მას ბრალი თავდასხმასა და სამსახურეობრივი ფიცის დარღვევაში დასდეს.

ატლანტაში რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავმა 27 წლის რეიშარდ ბრუქსი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტი ერთ-ერთი სწრფი კვების ობიექტთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები რესტორნის მეპატრონემ გამოიძახა, რადგან ერთ-ერთ მძღოლს საჭესთან ეძინა და სხვა მომხმარებლებს აფერხებდა. მძინარე მძღოლი 27 წლის რეიშარდ ბრუქსი იყო, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ატლანტის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბრუქსი დაკავების დროს წინააღმდეგობას უწევს პოლიციას, შემდეგ კი გარბის. პოლიციელი კი მისი მისამართით ისვრის. მომხდარის გამო, ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა