დონალდ ტუსკი - შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება

შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება და საქართველოს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ევროპის სახალხო პარტია მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე ჩატარდება.

ევროპის სახალხო პარტია მიესალმა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ 8 მარტის შეთანხმებას, როგორც დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ,“- წერს დონალდ ტუსკი.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტუსკი გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო შეშფოთებულია

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს