თამარ გაბუნია - იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება

იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება და დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ გრიპის იმუნიზაციის გაფართოებაზე, ასევე პნევმონიის იმუნიზაციის შემოტანაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის მართვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამების გამართვა, რაზეც სამინისტრო უკვე მუშაობს.

„იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება და დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ გრიპის იმუნიზაციის გაფართოებაზე და ასევე პნევმონიის იმუნიზაციის შემოტანაზე, რაც შექმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კორონავირუსის რისკები შემცირდეს იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსს დაემატება გრიპის ეპიდემია, დაემატება პნევმონიის შემთხვევები, მისი მართვა ბევრად უფრო გართულდება. ამდენად, მოსალოდნელი მეორე ტალღის მართვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამების გამართვა და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა