თამარ ბარკალაიას განცხადებით, ადმინისტრირების პროცესის გამარტივების შედეგად, გადამოწმების პერიოდში მოქალაქეები სოციალური დახმარების მიღებას აგრძელებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, ადმინისტრირების პროცესის გამარტივების შედეგად, გადამოწმების პერიოდში მოქალაქეები სოციალური დახმარების მიღებას აგრძელებენ და შედეგად, 2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 25 000 ადამიანს არ შეუწყდა სოციალური დახმარება.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით მოსახლეობის 13%-ია.

„ბევრი გამოწვევაა სოციალური დახმარების შეფასების სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა ის მექანიზმი და სისტემა, რომელიც არსებობს, ითვლება, რომ ყველაზე მიუკერძოებელია. დაახლოებით 500 000-მდე ადამიანია დახმარების მიმღები. ბოლო წლის განმავლობაში ადმინისტრირების პროცესი გავამარტივეთ, რომ გადამოწმების პერიოდში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ხდება, არ ხდებოდეს ფულადი გასაცემლების შეჩერება,“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა