ჯანდაცვის მინისტრი - შემოდგომაზე როცა კოვიდინფექციას თან სხვა ვირუსული ინფექცია დაერთვება, შესაძლებელია, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით უფრო რთული იყოს

ჩვენ ვაკვირდებით სხვა ქვეყნების მაგალითებს, როცა პირველი ტალღა იყო მცირე და მეორე ტალღა იყო გაცილებით უფრო დიდი. ჩვენც ასევე ველოდებით - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შემოდგომაზე როცა კოვიდინფექციას თან სხვა ვირუსული ინფექცია დაერთვება, შესაძლებელია კოვიდინფექციის მართვა გაცილებით უფრო რთული იყოს.

"ჩვენ არაერთხელ ვამბობთ, რომ კოვიდინფექცია არსად არ წასულა, ეს არის პროცესი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტალღებზე, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით. ამ ეტაპისთვის ეს რისკი საქართველოში არ დგას, ვინაიდან კოვიდინფექციას ვმართავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით სხვა ქვეყნების მაგალითებს, როცა პირველი ტალღა იყო მცირე და მეორე ტალღა იყო გაცილებით უფრო დიდი. ჩვენც ასევე ველოდებით. შემოდგომაზე როცა კოვიდ ინფექციას თან სხვა ვირუსული ინფექცია დაერთვება, შესაძლებელია, კოვიდ ინფექციის მართვა გაცილებით უფრო რთული იყოს," - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა