ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, თუ როგორ დაეხმარება საქართველო სომხეთს კორონავირუსის ინფექციის მართვაში

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, თუ როგორ დაეხმარება საქართველო სომხეთს კორონავირუსის ინფექციის მართვაში.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება იყოს ეფექტური.

„ჩვენ გვაქვს დეტალური მოლაპარაკებები სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან და ჯანდაცვის სისტემის ყველა წარმომადგენელთან. ჩვენ გვქონდა არაერთი ონლაინ ჩართვა და კონსულტაცია მათთან ერთად. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ვჯერდებით თუ რა საჭიროებები გააჩნიათ მათ, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სომხეთის რესპუბლიკისთვის, რომ ჩვენ მიერ გაწეული დახმარება იყოს ეფექტური. ჯერ არ დავხმარებივართ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა