სუს-ის ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის წევრის“ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ საჩივარზე გამოძიება არ დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის საჩივარზე, რომელიც ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ იყო, გამოძიება არ დაიწყო. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება საქმეში დანაშაულის ნიშნების არარასებობის გამო არ დაიწყო.

უწყების ცნობითვე, საჩივრით ანა წითლიძემ პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. "სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერიიდან დოკუმნეტაცია შესწავლის მიზნით გამოითხოვა. შესწავლის შედეგად, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, რის გამოც გამოძიება არ დაიწყო", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე გიორგი შენგელიას კორუფციაში ადანაშაულებდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს