ექიმებს ასისტენტობას რობოტი „პეპერი“ გაუწევს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რობოტი „პეპერი“ მედიკოსებს სამედიცინო დაწესებულებებში ასისტენტობას გაუწევს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ექიმის ციფრული ასისტენტი - „პეპერი“ საქართველოში გუშინ ჩამოიყვანეს.

„პეპერი“ გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ქართულ ენას ჯერ სრულყოფილად ვერ ფლობს. ასევე, ჩვენ ვერ ვფლობთ მის შესაძლებლობებს. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ და „პეპერი“ უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს, ალბათ, კიდევ შევხვდებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა