გერმანიის ელჩი - დასანანია, რომ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გერმანიის გენპროკურორის ოფისს სურდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაცია დაეხასიათებინა, ეს არ ყოფილა მათი განზრახვა

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში არაოპტიმალური ფორმულირება გამოიყენა.

ელჩმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ დატოვა შთაბეჭდილება, თითქოს ის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრას ცდილობდა.

„მესმის, რომ საქართველოს მოსახლეობა შეშფოთებულია იმ განცხადების გამო, რომელიც გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა საქართველოს მოქალაქის თორნიკე ქ.-ს (ზელიმხან ხანგოშვილი) მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. პროკურორის ოფისმა გამოიყენა ისეთი ფორმულირება, რომელიც არ არის ოპტიმალური, რომელიც შესაძლოა, ყოფილიყო უკეთესი. გენერალური პროკურატურა ამ სიტყვების გამოყენებისას ცდილობდა მკვლელობის მსხვერპლის ციტირებას, რომელმაც განმარტა, თუ რატომ იმყოფებოდა გერმანიაში და რომელმაც განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, მაგრამ ეს იყო გარდაცვლილის სიტყვები და არა გერმანიის გენერალური პროკურატურის სიტყვები. დასანანია, რომ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გერმანიის გენერალური პროკურორის ოფისს სურდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაცია დაეხასიათებინა, ეს არ ყოფილა მათი განზრახვა,“- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ინფორმაციისთვის, გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადება გაავრცელა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“. ლიკვიდირების დაკვეთის მოტივზე საუბრისას განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზეზი მისი "რუსეთთან და საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება გახდა".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია