ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი აცხადებს, რომ არც ერთი უცხოეთის მოქალაქე ან უცხოური ბანკი დაზარალებული არ არის

ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ვაჟა ნებიერიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა დაკავებულებს არ იცნობს.

მისივე თქმით, ყველას საქმე არის სხვადასხვა, განცალკევებული ეპიზოდები და ერთმანეთთან არც ერთი კავშირში არ არის.

როგორც ადვოკატმა დავით აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ ვაჟა ნებიერიძე პატიმრობაში დატოვა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვაჟა ნებიერიძე იყენებს დუმილის უფლებას. სამართლებრივად ითვლება, რომ ის არ თვლის თავს დამნაშავედ. შეფარდებული აქვს სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, თუმცა ჩვენ ვითხოვდით გირაოს შეფარდებას 10 000 ლარის ოდენობით, რაც არ დაკმაყოფილდა. სავარაუდოდ, ბრალდებულთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავასაჩივროთ სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში. ვიდეომტკიცებულებებზე დასადგენია, ხომ არ არსებობს მონტაჟის კვალი და რამდენად ავთენტიკურია ის, ამას დავადგენთ ექსპერტიზის მეშვეობით. მე არც ერთ ბრალდებულს არ ვიცნობ, გარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და არც ის იცნობს სხვას, ეს არის სხვადასხვა განცალკევებული ეპიზოდები და ერთმანეთთან არც ერთი არ არის კავშირში. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, ისინი არ მიუთითებს დანაშაულზე, არამედ მიუთითებს უბრალოდ ქმედებების განხორციელებაზე, რაც სავსებით ლეგიტიმურია. მათ შორის გადარიცხვები, ხელფასების გაცემა და სხვა", - განაცხადა დავით აბესაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულად ცნობილია საქართველოს რამდენიმე ბანკი და მათ რიცხვს არ განეკუთვნება უცხოეთის რომელიმე მოქალაქე ან უცხოეთის ბანკი.

,,არც ერთი ანგარიშზე არ არის დადგენილი, რომ ის ფიქტიურია ან ყალბია, ამის დადგენას ცდილობს გამოძიება, მაგრამ დაადგენს თუ არა ეს მეორე საკითხია. სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილია საქართველოს რამდენიმე ბანკი, არც ერთი უცხოეთის მოქალაქე ან უცხოეთის ბანკი არ არის ცნობილი დაზარალებულად და ვერც იქნება იმიტომ, რომ მათ რაიმე სახის მატერიალური ზიანი არ მიუღიათ", - განაცხადა დავით აბესაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებით საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა