ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 მისამართზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და 49 კორპუსებში ხორციელდება. N47 კორპუსის მიმდებარედ ახლით იცვლება როგორც წყალსადენის, ისე წყალარინების ქსელი, N48 და 49 კორპუსებთან კი წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სამივე კორპუსში 466 გრძივი მეტრი შიდა და გარე ქსელი შეიცვლება, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„ამ პროექტით 140 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები. სრულად იცვლება დაზიანებული კომუნიკაციები, შემდეგი ეტაპი კი ასფალტის საფარის დაგება იქნება. კორპუსის მიმდებარედ გზა მთლიანად რეაბილიტირდება. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა