ნიკა მელია - მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები

მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრას ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „ლეიბორისტური პარტიის“ ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

მელიას თქმით, შეუძლებელია სახელმწიფო განვითარდეს ან განვითარების შანსი ჰქონდეს, „როდესაც ქვეყნის მართვის სათავეებთან არის ოლიგარქი“.

„მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, ვინაიდან ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ადამიანი, რომელიც აკეთებს პოლიტიკას და რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი მოწინააღმდეგე, ყველასი - როგორც პოლიტიკოსების, ასევე მოსახლეობის, არის ოლიგარქი, ადამიანი, რომელიც მხოლოდ ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია სახელმწიფო განვითარდეს ან გავითარების შანსი ჰქონდეს, სადაც ქვეყნის მართვის სათავეებთან არის ოლიგარქი. ოლიგარქია არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. დღეს მართვის სათავეებში არის ადამიანი, რომელმაც დეკლარირებულად თქვა, რომ ამ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს მომავალი, უნდა ჰქონდეს მხოლოდ ოლიგარქიული მომავალი. ასე რომ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს არჩევანი არის ის, რომ ან ხარ ისტორიის სწორ მხარეს ან ხარ ისტორიის არასწორ მხარეს. ან ხარ ფარცხალაძე-მურუსიძე-ჩინჩალაძეებისკენ ან საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების ნათელი მომავლის მხარეს“,- განაცხადა მელიამ.

ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა