ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსში დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩავშალეთ, ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩაშალა.

„ვადევნებ რა თვალს ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს, ვხედავ, რომ გააქტიურდნენ გარკვეული ძალები, რომლებიც სიტუაციის არევას ცდილობენ ქვეყანაში. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვადევნებთ თვალს. ჩვენ მაინც მოვახერხეთ პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და შევძელით ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმის ჩაშლა, რომელიც ქვეყანაში მაიდნის მსგავსს მოვლენებს გამოიწვევდა.

ახლა ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, მათ შორის, აქაური მარიონეტებისა და ასევე ბელარუსის გარეთ მყოფი მათი მმართველების ნიღბები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, არ დაუშვებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქროს.

ცნობისათვის, გუშინ ბელარუსის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო დააპატიმრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს ქრთამის აღებაში, ქურდობასა და თაღლითობაში სდებენ ბრალს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა