ირაკლი კობახიძე Obozrevatel-ზე გავრცელებულ ჩანაწერზე - გარკვეულ ეჭვებზე იყო საუბარი, ჩანაწერი ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს

გარკვეულ ეჭვებზე იყო საუბარი, ეს ჩანაწერი ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს ,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინული ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე დეტალურად საუბარი არ სურს, რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს.

"ჩვენ ვიცით, როგორია ამ პოლიტიკური ძალების ბუნება, როგორია ამ კონკრეტული ადამიანების ბუნება, შესაბამისად, ასეთი საუბრები არავის უკვირს, თუმცა, მივცეთ საშუალება საგამოძიებო ორგანოებს, ბოლომდე მიიყვანონ გამოძიება", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა Obozrevatel-ი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

აუდიოჩანაწერით, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, ტელეკომპანიის ცნობით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ იცოდნენ.

გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, სააკაშვილი და ადეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა