მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება, ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ

კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე, თუმცა მას შეიძლება სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება დავარქვათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერის შესახებ.

მდინარაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ აგრძელებს სპეკულაციებსა და ვაჭრობას. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერდნენ მხარს.

„შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება და მითუმეტეს მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ნამდვილად არ ყოფილა. ხომ ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა არის გაცილებით კარგი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის? ამ არგუმენტმა არ უშველა მათ გადაწყვეტილებას, არ მიეხმარა მათ გადაწყვეტილების მიღებაში. არც 8 მარტის შეთანხმების რეალურმა ტექსტმა უზრუნველყო ეს სამწუხაროდ, მაგრამ მაინც კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ. ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, რომ მათ მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და მგონია, რომ ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა. ეს არ შეეხება რომელიმე ერთ ან ორ პიროვნებას, ეს არ შეეხება რაიმე საკითხს, რომელიც მხოლოდ მათ აინტერესებთ. ეს შეეხება ქვეყანას, კონსტიტუციას, მომავალს და დემოკრატიულ განვითარებას. ამით სპეკულირება და შეთანხმების რეალური ტექსტის სხვაგვარი ინტერპრეტირება არავის გაუვა. ძალიან კარგია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ელჩების მოწოდების შესაბამისად, თუმცა სანახევრო გადაწყვეტილება არ არის პასუხისმგებლიანი. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება, თუ ისინი იტყვიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერენ მხარს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო: „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება, ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ - მამუკა მდინარაძე

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა