„რია ნოვოსტი“ - ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მალე რუსეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას შესაძლებელს გახდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, იმედოვნებს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მალე რუსეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას შესაძლებელს გახდის, - „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ გამოცემასთან საუბარში განაცხადა.

„საზღვრის გახსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რუსეთთან საზღვრის გახსნა რაც შეიძლება მალე მოხდება,“- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისათვის, საქართველო–რუსეთის საზღვარი, კორონვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტს ჩაიკეტა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა