კახა ოქრიაშვილი - იმ მაჟორიტარმა, ვინც დღეს „მწვანე“ ღილაკს მიაჭერს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას, რომ მაჟორიტარულ ოლქში მხარი დაუჭიროს?

ძალიან მაინტერესებს, დღეს ვინც მისცემს ხმას იმას, რომ მოსახლეობას თავის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავდეს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას იმ მაჟორიტარმა, რომ მხარი დამიჭირეთო?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა მხარს ვერ დაუჭერს იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს მიაჭერს „მწვანე“ ღილაკს და მოსახლეობას ამ პრეროგატივას გაუუქმებს.

“პრაქტიკულად, დღეს 120/30-ზე არის 20% მაჟორიტარული კომპონენტი, 120-პროპორციული. გადახრა არის პროპორციულისკენ. თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება, რაც მყიფე ცენტრალურ ხელისუფლებას, მუდმივ, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს მოგვიტანს. მერე გაკეთდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით ახალი შეფასებები, რაც დღეს მოხდება, ამას მოჰყვება ეს ყველაფერი.

ახლა მეორე, ძალიან მაინტერესებს, დღეს ვინც მისცემს ხმას იმას, რომ მოსახლეობას თავის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავდეს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას იმ მაჟორიტარმა, რომ მხარი დამიჭირეთო? - მოსახლეობა მხარს ვერ დაუჭერს იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს მიაჭერს „მწვანე“ ღილაკს და გაუუქმებს მოსახლეობას ამ პრეროგატივას“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა