კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან, ერთი ბოლნისის სოფელ მუშევანიდანაა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა, სოფელ მუშევანიდანაა, ის ინფიცირებულ პირთან კონტაქტში იყო და მკაცრ კარანტინში ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 192 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 175 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა