არჩილ თალაკვაძე - გუშინდელმა აქციამ დაგვანახა, რომ ხელისუფლება განუხრელად იცავს შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებას, როდესაც ის მშვიდობიანია

გუშინდელმა 20-მა ივნისმა, ერთი წლის შემდეგ დაგვანახა, რომ ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებას, როდესაც ის მშვიდობიანია , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისის აქციაზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ის დღესაც ძალიან სწუხს, ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც „ამ ძალადობრივი ეპიზოდის დროს მიიღო დაზიანება“.

„20 ივნისი იყო დღე, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და შემდგომში რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ჩარევით, დასრულდა შეტევით საქართველოს პარლამენტზე. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას და რა საკვირველია, საქართველოშიც ხელისუფლებას ამაზე ჰქონდა რეაგირება. მე დღესაც ძალიან ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ამ ძალადობრივი ეპიზოდის დროს მიიღო დაზიანება. საქართველოში დღეს შეუძლებელია არჩევნების გარდა რაიმე გზით ცვლილებების მიღწევა, ნებისმიერი დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობას ხელისუფლება დაუპირისპირებს ლეგიტიმურ რეაგირებას.

გუშინდელმა 20-მა ივნისმა, ერთი წლის შემდეგ დაგვანახა, რომ ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებას როდესაც ის მშვიდობიანია, გუშინ ჩატარდა მშვიდობიანი აქცია. ამ 7-8 წლის განმავლობაში ბევრად დიდი პოლიტიკური აქციების ახსოვს საზოგადოებას, სადაც მშვიდობიანი იყო აქციები უფლებები იყო დაცული განუხრელად. სამწუხაროდ, როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდება, ამას შეიძლება, მოჰყვეს მოქალაქეების დაშავება და ზუსტად ამაზე იყო ორიენტირებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ხელისუფლება იძულებული ყოფილიყო გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა