კიევში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპურის ნანგრევებიდან მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, კიევში დარნიცკის რაიონში, გრიგორენკოს ქუჩა #41-ში, ცხრა სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ სახლის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად ბუნებრივი გაზის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქება განიხილება.

გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 270-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ხანძართან დაკავშირებული უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა