გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება

დღეს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობითი პროცესზე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

„აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას. COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა"- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა