მამუკა მდინარაძე - გავრილოვი, რომელიც რუსეთის დუმის კომუნისტი წარმომადგენელია, ნავთს ასხამს იმ ცეცხლზე, რომლის დანთებასაც „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს

ეს ადამიანი, რომელიც არის რუსეთის დუმის კომუნისტი წარმომადგენელი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ნავთს ასხამს იმ ცეცხლზე, რომლის დანთებასაც „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სერგეი გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გავრილოვის განცხადებებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს შორის გარკვეული თანხვედრა არსებობს.

„მარტივი ლოგიკის მიყოლით შეგვიძლია დასკვნებიც ასევე მარტივად გამოვიტანოთ, თუ ვინ ანთებს ცეცხლს, ვინ უსხამს ნავთს და სად ხდება ინტერესთა თანხვედრა. სულ რომ შეთქმულების თეორიებს თავი დავანებოთ, სად არის „ნაციონალური მოძრაობის" და რუსეთის დუმის ასეთი თავხედური განცხადების ინტერესთა თავსებადობა, ალბათ, არის მარტივი განსაჭვრეტი და აღსაქმელი ნებისმიერი მოქალაქისთვის,"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც ერთი წლის წინ, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და მიიჩნევს, რომ ბოდიშის მოხდა სწორი იქნებოდა. „ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ რევანშისტების გეგმები საბოლოოდ ჩაშალოს, " - აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გზაზე დადგომის დროა.

„დარწმუნებული ვარ, მომავალი ეკუთვნის ურთიერთობების აღდგენასა და ჩვენი ხალხების ერთიანობას, ჩვენს საერთო გამარჯვებას დიდ სამამულო ომში. საქართველოს ქუჩებშიც ზეიმი იქნება!"- წერს გავრილოვი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა