ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი - 21 ივნისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ხუთ რაიონში ფრონტალური ატმოსფერული პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 21 ივნისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენების შედეგად 237 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რისთვისაც სისტემამ 110 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს.

მათი ცნობით, რეგიონში ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტის და ლაგოდეხის რაიონები.

„კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 100%-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30მმ იყო.

15:53 სთ-დან 20:35 სთ-მდე ღრუბლის მასები მნიშვნელოვანი შეზღუვდებით, სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის პირობებში რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 110 ერთეულამდე რაკეტა.

ზემოქმდების შედეგად ნალექის დიდი ნაწილი ხუთივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა, სეტყვის მოსვლა მხოლოდ სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა