დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის შრომის ინსპექტორების რაოდენობა 80-90-მდე უნდა გაიზარდოს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის შრომის ინსპექტორების რაოდენობა 80-90-მდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ დეპუტატმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე შრომით კოდექსში შესატანი ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ინსპექციის მთავარი ფუნქცია ის კი არ არის, რომ "გააკონტროლოს ყველა, არამედ შექმნას სინდრომი, რომ არსებობს ინსპექცია".

„ნორმა არის, რომ უნდა იყოს დაახლოებით, საქართველოს მასშტაბით, რაც არ უნდა გაიზარდოს ქართული ეკონომიკა და კომპანიების რაოდენობა, ალბათ, საუკეთესო შემთხვევაში 200-მდე ინსპექტორი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს პოლიცია, დღევანდელი მოცემულობით არის დაახლოებით 40-მდე, დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 80-90-მდე ავიდეს, მაგრამ კომპანიათა რაოდენობა და ინსპექტორთა რაოდენობა არის ფუნდამენტურად არაპროპორციული, ამიტომაც ინსპექციის მთავარი ფუნქცია ის კი არ არის, რომ გააკონტროლოს ყველა, არამედ შექმნას სინდრომი, რომ არსებობს ინსპექცია, რომელსაც დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება შემოვიდეს და მოულოდნელობის სინდრომი არის მთავარი იარაღი, რომელიც უნდა გამოიყენოს ინსპექტორმა - არა ინსპექტირება, არა სანქციები, არამედ მოულოდნელობა. ეს მოგვეხმარება, რომ ჩვენ 100 ათასი კომპანია მეტ-ნაკლებად მწყობრში ვამყოფოთ, რომ მათ დაიწყონ მზადება“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა