გიორგი ვაშაძე - კოორდინირებულმა ბრძოლამ მოგვიტანა ეს გამარჯვება და „ოცნება" აიძულა დატუქსული ბავშვივით მისულიყო და საარჩევნო ცვლილებისთვის ხმა მიეცა

8 მარტს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს არის ჩვენი მძლავრი, ერთიანი ძალისხმევის შედეგი, რასაც ახლა ვიღებთ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები.

"ამისათვის, ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ დასავლეთისაგან, იმიტომ, რომ საქართველოში ცვლილებების მთავარი მომთხოვნი ხალხი გახლდა, რადგან ოპოზიცია ერთიანი იყო და ამ ერთიანობის ფორმულაშია ხვალ და ზეგ გამარჯვება. რაც მთავარია, მივდივართ ჩვენი სწორი სტრატეგიითა და გამარჯვების გზით. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დარჩენილია 8 მარტის შეთანხმებაში, გიორგი რურუა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს მოთხოვნა არცერთ შემთხვევაში არ გაქრება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით. ეს არის ის, რამაც ჩვენ მოგვცა მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმების შესაძლებლობა, ეს არის ის ფუნდამენტი და საფუძველი, რითიც ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით 31 ოქტომბერს, იმიტომ რომ აღარ ექნება "ქართულ ოცნებას" დიდი მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა. საქართველოს სჭირდება აღმშენებლობის პროცესი, ამას ეღობებოდა ეს საარჩევნო სისტემა, რადგან არსებობს ვიწრო კორუფციული კლანი ხელისუფლებაში, რადგან ასეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს, ამიტომ არის რომ ისინი არ არიან ანგარიშვალდებული ხალხთან. მე კი ვამბობ, რომ ეს სისტემა მოემსახურება ხალხის ინტერესებს. ახლა ჩვენს მუშაობაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, - განაცხდა ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს.

„თავი დავიზღვიეთ მათი მანიპულაციებისაგან და სწორი იყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, მეორე მოსმენაზე რომ ჩავარდნილიყო, ისევ იქნებოდა შესაძლებელი კანონპროექტის შემობრუნება. მახსოვს ნოემბერში მათი ყეყეჩი განცხადებები, რომ არაფერი არ შეიცვლება, რომ 73/77 უნდა იყოს, შემდეგ უკვე მათი განცხადებები -100/50 არის ბოლო, მაგრამ უკომპრომისო სამართლიანმა და კოორდინირებულმა სტრატეგიულმა ბრძოლამ მოგვიტანა ეს გამარჯვება და აიძულა "ქართული ოცნება" თვითონ მისულიყო დატუქსული ბავშვივით და ხმა მიეცა საარჩევნო ცვლილებებისთვის," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას "ახალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა