მიხეილ სააკაშვილი - აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მაგრამ იგი 5 საუკუნე არავის გახსენებია, მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად უფრო მალე გამიხსენებენ კარგად

ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

„ქართველები ახლაც მაფასებენ. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ იგი ხუთი საუკუნე არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად უფრო მალე გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, გახდება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტი, სააკაშვილმა აღნიშნა:

„არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს, მანქანის, თვითმფრინავის საჭესთან ვნახოთ, რა იქნება“.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი