ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და ესეც ნიშანია, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება.

„ამ დროისთვის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება. როგორც ჩანს, იმ მაკონტროლებელი ღონისძიებებით, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ეფექტურად ხერხდება ეპიდემიის კონტროლი,"- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე