ვლადიმერ პუტინი - წარმოუდგენელია, რა იქნებოდა მსოფლიოს მომავალი, ის რომ წითელ არმიას არ დაეცვა

იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა იქნებოდა მსოფლიოს მომავალი, ის რომ წითელ არმიას არ დაეცვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე აღლუმის დროს განაცხადა.

”წითელი არმიის ჯარისკაცებს არ სჭირდებოდათ ომი, სხვა ქვეყნები, დიდება და პატივი. ისინი იბრძოდნენ მტრის დამარცხებისთვის, გამარჯვებისა და შინ დაბრუნებისთვის. მათ ევროპის თავისუფლებისთვის აუნაზღაურებელი ფასი გადაიხადეს“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, ყველას ახსოვდეს, რომ საბჭოთა ხალხმა ნაციზმზე გაიმარჯვა და მისი სახით საშინელი ბოროტება დაამარცხა.

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღლუმი მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ პუტინი - წარმოუდგენელია, რა იქნებოდა მსოფლიოს მომავალი, ის რომ წითელ არმიას არ დაეცვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა